ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

UNIAN: აშშ-მ შესაძლოა, უკრაინას MIM-104 Patriot გადასცეს, რაც ქვეყანას “ცის ჩაკეტვაში” დაეხმარება

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ახალი, $40-მილიარდიანი პაკეტის ფარგლებში შესაძლოა, ქვეყანას საზენიტო მძლავრი საზენიტო-სარაკეტო სისტემები MIM-104 Patriot გადასცეს. ამის შესახებ გამოცემა UNIAN ამერიკულ გაზეთ The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს.

“აშშ-მ შესაძლოა, მათლაც გადასცეს უკრაინას MIM-104 Patriot, რომელიც ქვეყანას “ცის ჩაკეტვაში” დაეხმარება”, – წერს UNIAN.

უახლოესი მოდელის MIM-104 Patriot  ბალისტიკური რაკეტების განეიტრალებაც შეუძლია. ასეთი ერთი სისტემის ფასი 0,55 დან 1,1 მილიარდ დოლარამდეა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დამატებითი $40 მილიარდი დახმარების პაკეტს ხელი სამხრეთ კორეაში ვიზიტისას მოაწერა.

 

იტვირთბა....