aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთის თავდაცვა აცხადებს, „აზოვსტალი“ უკრაინელი მებრძოლებისგან გაათავისუფლეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქარხანა „აზოვსტალი“ სრულად გაათავისუფლეს უკრაინელი მებრძოლებისგან.

„მარიუპოლში მეტალურგიული ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორია, სადაც მიმდინარე წლის 21 აპრილიდან ბლოკირებული იყო უკრაინელი ბოევიკების ჯგუფი „აზოვი“, სრულად გათავისუფლებულია“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ქარხნის მიწისქვეშა ობიექტები, რომელშიც მებრძოლები იმალებოდნენ, რუსეთის შეიარაღებული ძალების სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. მათი ინფორმაციით, 16 მაისიდან მოყოლებული, რუსეთის არმიას ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებული 2 439 მებრძოლი ჩაბარდა. დღეს, 20 მაისს, 531 ბოევიკისგან შემდგარი ბოლო ჯგუფი ჩაბარდა.

ოპერაციის დასრულების და უკრაინელი ბოევიკებისგან ქარხნისა და ქალაქის მარიუპოლის სრული განთავისუფლების შესახებ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიემერ პუტინს მოახსენა.

იტვირთბა....