ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინდა

ისრაელში მაიმუნის ყვავილის ვირუსის პირველი შემთხვევა გამოავლინდა.

სიმპტომების გამოვლენის შემდეგ 30 წლამდე მამაკაცი თელ-ავივის იჩილოვის საავადმყოფოში იზოლაციაში გადაიყვანეს.

ამასთან მას შემდეგ რაც ევროპაში 100-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სასწრაფოდ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფის გადაუდებელი შეხვედრა მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების გამო.

ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა მინიმუმ რვა ევროპულ ქვეყანაში – ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და გაერთიანებულ სამეფოში – ასევე შეერთებულ შტატებში, კანადაში და ავსტრალიში.

ამავდროულად, მეცნიერები არ ელიან, რომ ეპიდემია გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა COVID-ის შემთხვევაში.

იტვირთბა....