სააკაშვილის ციხეში რომ მოვხვედრილიყავი ცოცხალი გამოვიდოდი? ჩემი მოკვლა უნდოდათ. – ამის შესახებ ქვემოქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე აცხადებს.
მისი თქმით, როცა მას და მის ოჯახს უკანონოდ დევნიდნენ და აწიოკებდნენ არცერთი ჟურნალისტი მის მხარდასაჭერად არ გამოსულა.
“საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ მე ვერ შევძელი მატყუარა ჟურნალისტების მიმართ პასუხი გამეცა, რომლებიც სააკაშვილის მხრიდან ფინანსდებოდნენ და ავრცელებდნენ ოქორს ზოდებს, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ სააკაშვილი იღებდა თითქოს ინვესტორებიდან მილიონ ნახევარს, შევარდნაძეს აწვებოდა იუსტიციის მინისტრი ,მიხეილ სააკაშვილი, რომ ეს სააწარმოგადაეცით ვალების ნაცვლად ინვესტორებს. სააკაშვილის პიარის გამო დავისაჯე 19 წელი ვიდევნებოდი, დეკლარაციაში, რაც მეწერა უკანონოდ გამოაცხადეს, როგორც კი სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა იმ საწარმოებს რომლებსაც ვიცავდით ერთ კვირაში რუსებს გადასცა. მე მაბრალებდნენ, ცილს მაწამებდნენ, რომელიმე ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლე თქვა? როცა ბიძაჩემი სიკვდილამდე მიიყვანეს, მამაჩემი სიკვდილამდე მიიყვანეს, დედაჩემი დაკითხვაზე მიიყვანეს, სააკაშვილის დაკვეთილი ჟურნალისტები გვაწიოკებდნენ, ჩხრეკა, ძებნა. ჩემი შვილების გატაცება, რომ უნდოდათ იმიტომ რომ მე საქართველოში ჩამოვსულიყავი არცერთი ჟურნალისტი არ გამოსულა. თქვენი აზრით სააკაშვილი ციხეში რომ მოვხვედრილიყავი ცოცხალი გამოვიდოდი? ჩემი მოკვლა უნდოდათ. ვარ თუ არა პოლიტიკური დევნილი თქვენ განსაზღვრეთ, რისთვის მდევნიდა სააკაშვილი” -განაცხადა ლევან მამალაძემ “ტვ პირველის” ეთერში.
შეგახსენებთ, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გაქცეული მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.