ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

უსამართლოა, როცა ამ სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ, სამწუხაროდ შავ სიაშია მეგობარი საქართველო – ერმაკი

უსამართლოა, როცა ამ სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ, სამწუხაროდ ამას აკეთებს მეგობარი საქართველო. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

„ყოველთვის იქნება ადამიანების თუ კომპანიების მცდელობა, ამ სანქციებს თავი აარიდონ. ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ღია ვართ. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებმაც რისკი გაიღეს ამ სანქციების პირობებში. უსამართლოა, როცა ამ სანქციებს ვიღაცები თავს არიდებენ და ფულს აკეთებენ. სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ამას აკეთებს ზოგიერთი აზიური ქვეყანა. ძალიან სამწუხარო იყო ამ სიაში მეგობარი ქვეყნების ნახვა, როგორიცაა საქართველო, რომელიც ამ, ერთგვარ შავ სიაშია… თუ ისეთ ქვეყანაზე ვისაუბრებთ, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი რუსულ კომპანიებში დიდ წილებს ფლობენ, მაგალითად, გაზპრომში“, – განაცხადა ერმაკმა.

იტვირთბა....