ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება.
მისივე თქმით, კონსტრუქციული კრიტიკა ხელისუფლების მისამართით სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
“მე უყურადღებოდ არ დავტოვებდი იმ ადამიანებისგან მომავალ კრიტიკას, რომლებიც საქართველოზე ფიქრობენ და მის ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე ჩვენი ყოველდღიური პოლიტიკური ინტერესებია. კონსტრუქციული კრიტიკა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. არავინ ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა არ არის, მაგრამ ასეთი განაჩენის გამოტანა მართლმსაჯულების რეფორმის შუაგულში, სახიფათოა. ახლა თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ვერ დაიწყებს მოლაპარაკებებს წევრობაზე, ეს შესაძლებლობების ფანჯარა დაიხურება და მე არ ვიცი, კიდევ როდის გაიხსნება ეს ფანჯარა.” ამბობს კალიურანდი “მთავარ არხთან”.