ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კვლევაში სერიოზული ცვლილებები შეინიშნება, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს.
,,შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახებენ. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – სააკაშვილის გადაყვანა უცხოეთში სამკურნალოდ”, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.