საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას. – ამის შესახებ საუბარია საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ასოციაციის მიმართ პატრიარქის მიმართვაში.
“მოხარულნი ვართ, რომ ა.წ 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თქვენი ღონისძიება ეძღვნება ძუძუთი კვების პროპაგანდასა და ბავშვებში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდას.
ორივე თემა მეტად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
საქართველოს ეკლესია მიესალმება ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენას და მომავალშიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით განხორციელებულ ყველა წამოწყებასა და ღონისძიებას.
დედის რძე ბავშვისთვის არის შეუცვლელი საკვები – მომავალი თაობის სიჯანსაღის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.
რაც შეეხება ყმაწვილებში წიგნისადმი დამოკიდებულების ამაღლებას, ახალი ტექნოლოგიების საუკუნეში სწორად აღზრდისათვის ესეც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია.” – ნათქვამია მიმართვაში.