სიმპტომები გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილით და ტანზე ჩნდება გამონაყარი. – ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსზე ალაპარაკდა.
ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთსა და პორტუგალიაში ვირუსის რამოდენინე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.
“მაიმუნის ყვავილის ვირუსი, ეს ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში
ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამოდენინე შემთხვევა.
ვინაიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება ამ ვირუსის შესახებ იხილეთ მოკლე განმარტება:
მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ. თუმცა დაავდების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.
სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.
ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ არსებობს. აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. ” – წერს ფხაკაძე.