აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტესა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდელენა ანდერსონთან ბრიფინგი გამართა.
ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატა.
„დღეს მე ამაყი ვარ, მივიღო ორი დიდი დემოკრატიის, დიდი შესაძლებლობების მქონე აშშ-ის ორი ახლო პარტნიორისგან მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების განაცხადები და აშშ-ის მხარდაჭერა შევთავაზო მათ. ორი ამაყი, დამოუკიდებელი ქვეყანა იყენებს სუვერენულ უფლებას, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოება. დღეს მე მსურს, სიამაყით დავარწმუნო ისინი, რომ მათ აქვთ სრული მხარდაჭერა აშშ-ისგან. დღეს ჩემი ადმინისტრაცია წარუდგენს აშშ-ის კონგრესს ანგარიშებს ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატმა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს, განიხილოს და მიიღოს შეთანხმება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.