aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კრიმინალები ვერასდროს მოიპოვებენ ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობას – იონათამიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კრიმინალები ვერასდროს მოიპოვებენ ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობას. – ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია შურის მაძიებელი ადამიანების გაერთიანებაა, რომელსაც შურისძიების იქეთ არანაირი ინტერესი გააჩნიათ.

„კრიმინალები ვერასდროს მოიპოვებენ ჩვენი მოქალაქეების სოლიდარობას. რასთანაც დღეს ჩვენ გვაქვს საქმე, ეს არის უხარისხო „რიმეიკი“, რადგან არაერთგზის გვინახავს და ყოველ ჯერზე მსგავსი უხარისხო „რიმეიკები“ კიდევ და კიდევ უფრო მძიმე ფინალით სრულდება მათი ორგანიზატორებისთვის. დღესაც ასე იქნება. საზოგადოება ყოველთვის ხედავს, სად არის თვალთმაქცობა და სად – ტყუილი. ჩვენ ხშირად ვხედავთ მათგან სიძულვილის კამპანიებს, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების, არამედ საერთაშორისო პარტნიორების; საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რადგანაც მათი მხარდაჭერა ვერა და ვერ მოიპოვეს. შესაბამისად, ეს არის შურის მაძიებელი ადამიანების გაერთიანება, რომელსაც შურისძიების იქეთ არანაირი ინტერესი არ აქვს. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერასაც ჰკარგავენ და ეს უკვე თვალსაჩინოა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

იტვირთბა....