ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მაკრონის გარდა არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შესთავაზა უკრაინას პუტინთან დათმობაზე წასვლა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მაკრონის გარდა არაერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა შესთავაზა უკრაინას რუსეთის პრეზიდენთან, ვლადიმერ პუტინთან დათმობაზე წასვლა.

“ზოგადად, ცოტა უცნაურია არა მხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ სხვა ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები… ცხადია, რომ უკრაინული საზოგადოება მსგავს მოთხოვნებს არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერს მხარს. ამასთან, რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი დათმობა ნიშნავს მინსკ-3-ს და, შესაბამისად, გადადებულ ომს. ეს უნდა გაიგოს ევროპის პოლიტიკურმა ელიტამ, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს. და ჩვენ შეგნებულად არ წავალთ ამაზე რაიმე ფორმით”, – თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.

იტვირთბა....