“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პროგნოზირებს, რომ მალე ბიძინა ივანიშვილი 800 მილიონს დაკარგავს.
“ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაკარგა 2 მილიარდი და ახლა რამდენიც არ უნდა იყვიროს, სინგაპურთან ის 800 მილიონს დაკარგავს ძალიან მალე, ამისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ. ვინც გინდა იყვიროს, რომ პოლიტიკური დევნაა თურმე, აშშდან, ვაშინგტონიდან, ზეწოლა კი არ უნდა იყოს ციხეში უნდა იჯდეს ის.” – განაცხადა ნათელაშვილმა “ტვ პირველთან”.