ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გაქცეული მაღალჩინოსანი, ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა.
მისი თქმით, ის ხელისუფლებისთვის ბრძოლას არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკასთან ახლოს იქნება.
“სამშობლოში დავბრუნდი, 19 წელია გადაწყვეტილი მქონდა, ვერ ვბრუნდებოდი, რადგან იყო უსამართლობა. გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღო. პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც და გავლენებიც მქონდა არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან ახლოს“, – განუცხადა ლევან მამალაძემ „ტვ პირველს“.