ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინულმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დემენტივკა გაათავისუფლეს.

„ხარკოვის მიმართულებით, მტრის ძირითადი ძალისხმევა იყო კონცენტრირებული ოკუპირებული ხაზების შენარჩუნებაზე და უკრაინული ჯარების განადგურებაზე. ჩვენი ჯარების შეტევის შედეგად განთავისუფლდა დასახლება დემენტიევკა. მტერი ახორციელებს შეტევას ტერნოვას დასახლების ტერიტორიაზე, ბრძოლა გრძელდება”, – ნათქვამის განცხადებაში.

იტვირთბა....