თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოელის, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნები უსაფრთხოების სფეროში თურქეთის პრობლემებს გაიაზრებენ.
„ჩვენ მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები გაიაზრებენ, პატივს სცემენ და მხარს დაუჭერენ ჩვენს სენსიტიურ სიტუაციას – დავიცვათ ჩვენი საზღვრები ტერორიზმისგან. არცერთმა ჩვენმა მოკავშირემ არ გამოავლინა პატივისცემა ამ სენსიტიური სიტუაციის მიმართ, როგორც ჩვენ ამას ველოდით“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთისთვის ნატოს გაფართოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დაცული იქნება თურქეთის ინტერესები.
ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ შვედეთმა არ გადასცა 30 ადამიანი, რომლებსაც თურქეთი ტერორიზმთან კავშირში ხედავს.
„ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის თხოვნა მაშინ, როდესაც ტერორისტულ ორგანიზაციას ყოველგვარ მხარდაჭერას უწევენ, შეუსაბამოა“, – განაცხადა მან.