ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ვეროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არ მივიღოთ – მელია

ჟურნალისტებსა პოლიტიკოსებს შორის ხაზი წაშლილია. – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ლიდერმა რესპუბლიკის მოედანზე ნიკა გვარამიას მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება.

“საქართველოს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროცესი ელოდება, პროცესი ქვეყნის საგარეო კურსს გადაწყვეტს ხელისუფლება ემზადება და აკეთებს ყველაფერს, რომ არ მივიღოთ ვეროკავშირის კანდიდატობის სტატუსი. ძალდატანებით შეავსეს ევროკავშირის აპლიკაცია. იტყვიან, რომ დასავლეთს სურს საქართველო ჩაითრიოს ომში. ნიკა გვარამია იქნაა დაკავებული, რათა ამ გზიდან გადაუხვიონ და ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აკიდონ. საზოგადოება უნდა ვიყოთ აქტიური მომდევნო ერთი თვის განმავობაში. დღეს ჟურნალისტებსა პოლიტიკოსებს შორის ხაზი წაშლილია.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

იტვირთბა....