ეს არის პირდაპირი შურისძიება ბიძინა ივანიშვილისგან, რომლითაც გაგვაფრთხილა, როგორც კრიტიკული მედიის ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკოსები. – ამის შესახებ პოლიტიკოსმა, ნინო ბურჯანაძემ ნიკა გავრამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“ეს არის პირდაპირი შურისძიება ბიძინა ივანიშვილისგან, რომლითაც გაგვაფრთხილა, როგორც კრიტიკული მედიის ჟურნალისტები, ასევე პოლიტიკოსები. როცა ხელისუფლება გვეუბნება ვინც არ დაგვემორჩილებით, რასაც გიგზავნით და მაინც გააგრძელებთ მოგივათ ის, რაც მოუვიდა გვარამიას, ნებისიმიერი შეთითხნილი საქმის საფუძველზე ხვალ აღმოჩნდები ციხეში. ეს ყველას შეგვეხება… როდესაც ხელისუფლებას ერთხელ გაუვიდა, ორჯერ გაუვიდა, მერე წავიდა მასიური დაპატიმრებები.” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტვ პირველთან.