ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დამისახელოს ქალბატონმა დეგნანმა, რომ აღქმები არის მთავარი მართლმსაჯულებაში და არა ფაქტები – ხაინდრავა

რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი გააკრიტიკა.

ხაინდრავას, ელჩს ერთი მოსამართლის დასახელებას სთხოვს, რომელისთვისაც მარლთმსაჯულებაში ღქმები არის მთავარი და არა ფაქტები.

“ქალბატონი დეგნანი დღეს აქ არის და ხვალ ვიეტნამში იქნება, საქართველო იყო არის და იქნება, ისე, როგორც კიდობანი მიდის ზღვაში, ისე მიდის საქართველო, რომლის მომავალს საქართველოს ხალხი განაპირობებს და არა ამერიკის ელჩები. ელჩები ძვირფასია ჩვენთვის მაშინ, როცა ის პრინციპებს არ ღალატობს, მაშინ, როცა ღალატობს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყანაა და რა პოლიტკური დოქრინა მოქმედებს იმ მომენტში. ვიცი, რომ  აშშ-ს საზოგადოება ეყრდნობა მართლმსაჯულებაში ფაქტეს. ერთი მოსამართლე დამისახელოს ქალბატონმა დეგნანმა, რომ აღქმები არის მთავარი მართმსაჯულებაში და არა ფაქტები.” – ამის შესახებ გადაცემაში “უცნობის კიდობანი” რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

 

00:00
00:00

 

იტვირთბა....