ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინც ოპოზიციურად განწყობილია, პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული? – სარჯველაძე

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებათან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს; შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა.

„როდესაც რომელიმე დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ქვეყანაში ვარაუდებს და შეშფოთებას გამოთქვამს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან საქმე ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიას ეხება და ამ დროს შეშფოთება, შესაძლოა, რელევანტურია. პოლიტიკურად მოტივირებული არის თუ არ არის, კითხვის ნიშნები რომ ჩნდება და ამაზე ადამიანი უნდა დაფიქრდეს, არავინ კამათობს, მაგრამ შემდეგ ამტკიცო რომ ეს ასეა, მაშინ ან არასწორ ფაქტებს ეყრდნობი ან უნდა იცოდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალწარმოების ნაკლოვანება არსებობს. სხვაგვარად, მხოლოდ ის, რომ ვიღაცას ეჭვი აქვს ჩვენი სასამართლოს ხელისუფლების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, არგუმენტი არ არის. ეს ხომ ერთბაშად არ ხდება და ვიდრე კარგი სასამართლო გვექნება, მანამდე უნდა დაიკეტოს სასამართლო? თუ ვინც ოპოზიციურად განწყობილია, არასდროს პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....