დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლის მცველებმა უკრაინის თავდაცვის მინისტრისგან ახალი ბრძანება მიიღეს. გამოცემა UNIAN-ის ცნობით, ალექსეი რეზნიკოვმა მათ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მისცა.
“დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის, მოლაპარაკებები “წითელი ჯვრის” ჩართულობით. შედეგი, ეს არის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი და ასევე, სხვა დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი გეგმა მათი სიცოცხლის გადარჩენაა, შემდეგ კი თავისუფლების შენარჩუნება. მათ ახალი ბრძალება აქვთ – გადაირჩინონ საკუთარი სიცოცხლე. ისინი უკრაინას სჭირდებიან. ესაა მთავარი”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი უკრაინაში სრულმასშთაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოაქციეს ალყაში. ამ დრომდე, ქალაქში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში რჩებიან აზოვის პოლკის მებრძოლები და საზღვაო ქვეითების ბრიგადა, რომელმაც მათ დასახმარებლად გასულ თვეში ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა.
ამავე თემაზე: ვერეშჩუკი განმარტავს, როდის გაცვლიან მარიუპოლის დაჭრილ მცველებს რუს ტყვეებში