მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება.
როგორც ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, გუშინ ორმოცდაათზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცის ევაკუაცია განხორციელდა.
„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ 52 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია განხორციელდა. მათი მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ რუს სამხედრო ტყვეებზე გავცვლით“, – განაცხადა მან.
მან ასევე დასძინა, რომ ჯგუფი მუშაობს ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე.
შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი მარიუპოლი თითქმის სამი თვეა, რაც ალყაში მოაქციეს. ადგილზე მყოფი ადამიანები სასიცოცხლო რესურსების გარეშე არიან დარჩენილი.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
ამავე თემაზე: უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, “აზოვსტალიდან” 264 სამხედრო გაიყვანეს