ახალი ამბები უკრაინის ომი

არესტოვიჩი: მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ბრიგადამ ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მარიუპოლში , რომელიც გარშემორტყმული იყო რუსი დამპყრობლების  მიერ, 36-ე საზღვაო ბრიგადის ნაწილებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, ალყა გაარღვიეს და აზოვის პოლკს შეურთდნენ.

“მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება.

სპეცოპერაციის შედეგები?

1. აზოვის ბატალიონმა არსებითი გაძლიერება მიიღო.

2. 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად მიიღო მეორე შანსი.

3. ქალაქის მცველებმა, ახლა უკვე ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია.

საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები თავს არ კარგავენ და მტკიცედ ინარჩუნების ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს”, – წერს არესტოვიჩი.

ცნობისთვის, გუშინ მარიუპოლის მცველმა საზღვაო ქვეითება ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ამბობენ, რომ უკრაინის ერთგულები რჩებიან და ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ.

იტვირთბა....