ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

„აზოვის“ მეთაური – მარიუპოლის დამცველები უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას ასრულებენ

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო აცხადებს, რომ მარიუპოლის დამცველები უმაღლესი სამხედრო მეთაურობის გადაწყვეტილებას ასრულებენ და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვთ.

„მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის უპირატეს ძალებს საკუთარი თავებისკენ იზიდავდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორები ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ ელემენტად აქცევს. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი სამხედრო მეთაურობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – აცხადებს პროკოპენკო.

იტვირთბა....