aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

(ვიდეო) რუსები “აზოვსტალში” ბუნკერებიდან გასასვლელის ჩაკეტვას ცდილობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

რუსული ჯარები მარიუპოლში “აზოვსტალის” ქარხნის ბუნკერებიდან გასასვლელის დაბლოკვის მცდელობებს აგრძელებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველზე პეტრ ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის მერის ცნობით, ამ ადგილზე უკრაინელი დამცველები პოზიციების გამაგრებას ისევ ახერხებენ.

“რუსები არ წყვეტენ მცდელობებს შეაღწიონ ან გადაკეტონ ბუნკერებიდან გასასვლელი. მათი სახმელეთო ოპერაციების უმეტესობა ტარდება ქარხნის პერიმეტრზე. არ არსებობს გლობალური დაახლოება რის გამოც იზრდება დაბომბვის სიმჭიდროვე”, – აცხადებს ანდრიუშენკო.

მისივე თქმით, სიცრუეა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რამდენიმე “აზოვის” პოლკის სამხედრო დანებდა.

„თუ ოკუპანტების წყაროებს „ვენდობით“, მაშინ მათ უკვე სამჯერ აიყვანეს მარიუპოლში ყველა ტყვედ“, – დასძინა ანდრიუშჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ რუსებმა თითქმის სამი თვეა, რაც ქალაქი მარიუპოლი და იქ მდებარე “აზოვსტალის” ქარხანა ალყაში მოაქციეს. ქალაქში მყოფი მოსახლეობა სასიცოცხლო რესურების გარეშე არიან დარჩენილი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....