aviabiletebi
ახალი ამბები სამართალი

“კიდევ ბევრნი ვართ დასაჭერი ბატონო ბიძინა, ამით ეს ბრძოლა არ მთავრდება” – იაკობაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

კიდევ ბევრნი ვართ დასაჭერი ბატონო ბიძინა, ამით ეს ბრძოლა არ მთავრდება, – აღნიშნულის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, პაატა იაკობაშვილმა მოსამართლის მიერ, განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე არ იქნება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გამარჯვების დღე, დღევანდელი დღე იქნება მათი საბოლოოდ დასასრულის დასაწყისის დღე.

“დღეიდან ჩვენ კიდევ უფრო ერთიანები ვიქნებით, კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით და კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები ვიქნებით და კიდევ უფრო მეტად მიზანსწრაფულები ვიქნებით. დღევანდელი დღე არ იქნება ბიძინა ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” გამარჯვების დღე, დღევანდელი დღე იქნება მათი საბოლოოდ დასასრულის დასაწყისის დღე.

თითოეულ ჩვენგან აქვს შეურყეველი რწმენა იმისა, რომ ჩვენ სწორი მიზნისკენ ვმოძრაობთ და თითოეული ჩვენგანი გააკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს ამ მიზნის მისაღწევად, ასე რომ არავის ეგონოს, რომ ეს ბრძოლა დამთავრდა, პირველ რიგში ჩემ კოლეგებს ჩემთან სამსახურში, “მთავარ არხზე” და ყველას, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში მინდა მოგმართოთ, არ ჩამოყაროთ ფარ-ხმალი, არ დაგეუფლოთ იმედგაცრუება, პირიქით, სრული მობილიზება, არ გავახაროთ მტერი, ჩვენი კი არა, ქვეყნის!.

ერთი უკვე ყავს ბიძინას ციხეში და კლავს, ეხლა მეორეც მიუსვა გვერდზე. კიდევ ბევრნი ვართ დასაჭერი ბატონო ბიძინა, ამით ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, მადლობა, კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით ვიბრძოლებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ“, – თქვა პაატა იაკობაშვილმა. 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....