ახალი ამბები სამართალი

“გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ მოვიპოვოთ თავისუფლება” – გვარამიას მეუღლე

გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება, – აღნიშნულის შესახებ  „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მეუღლემ სოფო ლილუაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ განაჩენს არ ელოდა.

“ძაან რთულია. არ ველოდი, გულწრფელად არ ველოდი, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემ შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ – გამაგრდნენ, გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება”, – განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....