ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი “ვოსტოკი” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, გასულ დღე-ღამეში, მათი პასუხისმგებლობის რაიონში უკრაინელმა მებრძოლებმა რუსების ხუთი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს თითო ვერტმფრენი, უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკი და ასევე, მტრის ოთხი ქვეითთა საბრძოლო მანქანა.
“ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი “ვოსტოკის” პასუხისმგებლობის რაიონში რუსული ფაშისტური ჯარი აგრძელებდა შეტევით მოქმედებებს. 15 მაისს, უკრაინელმა მებრძოლებმა მტრის ხუთი შეტევა მოიგერიეს”, – ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაზე.
როგორც ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფი აღნიშნავს, ბრძოლების შედეგად, განადგურებულია 84 ოკუპანტი.