ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“დარწმუნებული ვარ, კონსენსუსს მივაღწევთ” – ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ალიანსის წევრი ქვეყნები კონსესუსს მიაღწევენ.

როგორც ბლინკენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ბერლინში, NATO-ს მინისტერიალზე ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხს დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.

“შეერთებული შტატები ძლიერ მხარდაჭერას გაუწევს შვედეთს და ფინეთს, თუ ისინი გადაწყვეტენ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ფორმალური განაცხადის გაკეთებას. დარწმუნებული ვარ, კონსენსუსს მივაღწევთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, თურქეტის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მომხრე არ არის. რეგლამენტის მიხედვით, ალიანსის გაფართოებისთვის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

ადგილობრივი გამოცემის, Svenska Dagbladet-ის ცნობით, შვედეთის მთავრობა აპირებს,  ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 17 მაისს წარადგინოს. ამასთან, მედიაში იწერება, რომ ფინეთმა უკვე ოფიციალურად გადაწყვიტა NATO-ში გაწევრიანება.

ამავე თემაზე: პუტინი მშვიდად შეხვდა ჩვენს გადაწყვეტილებას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით – ფინეთის პრეზიდენტი

ამავე თემაზე: სტოლტენბერგი: თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, ეს ისტორიული მოვლენა იქნება

 

იტვირთბა....