ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს განცხადებით, მისთვის გასაკვირად, ვლადიმერ პუტინს მშვიდი რეაქცია ჰქონდა, როდესაც NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ მას ასე მშვიდად და ცივად მიიღო ეს ინფორმაცია. თუმცა, უსაფრთხოების პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი რუსეთთან კომუნიკაციისას გასათვალისწინებელია, რომ რაც მან თქვა მოდუნების საშუალებას იძლევა, მაგრამ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, პრობლემები არ არის ახლოს”, – განუცხადა CNN-ს ნიინისტომ.
მისივე თქმით, უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა აჩვენა, რომ რუსეთში მზად არიან თავს დაესხნენ დამოუკიდებელ მეზობელ ქვეყანას.