ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სტოლტენბერგი: თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ, ეს ისტორიული მოვლენა იქნება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთის და შვედეთის მხრიდან NATO-ს წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთება “ისტორიული გადაწყვეტილება” იქნებოდა და კოლექიურ უსაფრთხოებას გაამყარებდა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბერლინში, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან არაფორმალური შეხვედრისას აღნიშნა.

“მათ NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ჩვენ ამ ქვეყნების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დავუჭერთ. ფინეთი და შვედეთი ნატო-ს უახლოესი პარტნიორები არიან. თუ ისინი განაცხადის გაკეთებას გადაწყვეტენ, ეს ისტორიული მომენტი გახდება. NATO-ში მათი წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

ადგილობრივი გამოცემა Svenska Dagbladet-ს ცნობით, შვედეთის მთავრობა აპირებს,  ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 17 მაისს წარადგინოს. ამასთან, მედიაში იწერება, რომ ფინეთმა უკვე ოფიციალურად გადაწყვიტა NATO-ში გაწევრიანება.

იტვირთბა....