ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

იმედი დაკარგეს, უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებიან – აზოვის პოლკის წევრის ცოლი

მარიუპოლის მცველები, რომლებიც რუსმა დამპყრობლებმა “აზოვსტალის” ქარხანაში ალყაში მოაქციეს, საბოლოო ბრძოლისთვის ემზადებიან. ამის შესახებ აზოვის პოლკის მებრძოლის ცოლმა, სახელად ეკატერინამ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მარიუპოლის მცველის ცოლი ამბობს, ქმარს რამდენიმე საათის წინ ესაუბრა და მისგან მოისმინა, რომ მეომრებს არ სჯერათ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარების. მისივე თქმით, ქარხანაში მყოფებს გადარჩენისთვის აუცილებელი რესურსები თითქმის აღარ გააჩნიათ.

“ისინი ზევით თითქმის არ ამოდიან, მხოლოდ საჭმლის და წყლის საძებნელად. დროის უდიდეს ნაწილს მიწისქვეშა ბუნკერში ატარებენ. პესიმისტური განწყობა აქვთ, რადგან გადარჩენის იმედი თითქმის აღარ დარჩათ. საბოლოო მრძოლისთვის ემზადებიან, იმიტომ, რომ არ სჯერათ დიპლომატიური გამოსავლის”, – ამბობს ეკრატერინა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში ყოფნა ძალიან ძნელია – “ადამიანები კვდებიან, დაჭრილები იტანჯებიან, ძალიან ცოტაა საკვები და წყალი. დღეში ერთ ჭიქა ტექნიკურ წყალს სვამენ, რომელიც სასმელად უვარგისია.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე მოაქციეს ალყაში. მოსახლეობის ნაწილმა “აზოვსტალის” ქარხანას შეაფარა თავი. ინტენსიური დაბომბვების გამო, ისინი იქედან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. 7 მაისს ცნობილი გახდა, რომ ქარხნის ტერიტორიიდან ყველა ბავშვის, მოხუცისა და ქალის ევაკუირება მოხერხდა. დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები “აზოვსტალის” ტერიტორიაზე დარჩენილი მებრძოლების, მათ შორის, დაჭრილების გამოყვანის თაობაზე.

ამავე თემაზე: ახალი ამბებიმთავარიმსოფლიოპოლიტიკაუკრაინის ომი პესკოვი საუბრობს, რა შემთხვევაში დათანხმდება რუსეთი “აზოვსტალიდან” სამხედროების ევაკუაციას

იტვირთბა....