კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან ურკაინელი სამხედროების ევაკუაცია მხოლოდ იარაღის დაყრის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
“ჩვენი პრეზიდენტის პოზიცია იყო, ყველა მშვიდობიან მოქალაქე ჰქონოდა შესაძლებლობა, ქარხანა დაეტოვებინათ ნებისმიერი მიმართლებით. რაც შეეხება სამხედროებს, მათ იარაღის დაყრის შემდეგ შეეძლებათ გასვლა. ეს არის მთავარსარდილის, ჩვენი პრეზიდენტის სიტყვები”, – აცხადებს პესკოვი.
ცნობისთვის, უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის“ ხარხნიდან მებრძოლების ევაკუაციაზე მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს დოკუმენტის გაფორმებას, რომლის მიხედვითაც, “აზოვსტალიდან” პირველ რიგში, მძიმედ დაჭრილი სამხედროები უნდა გამოიყვანონ.