ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი, რომელიც მარიუპოლში, “აზოვსტალის” ქარხანას აფარებდა თავს, ევაკუირებულია. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი Telegram-ზე წერს.
“პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია – “აზოვსტალიდან” ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცია ევაკუირებული. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია”, – წერს ვერეშუკი.