aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე უკრაინა და მოლდოვა მიიწვიეს, მათ შორის ვერ მოხვდა საქართველო

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები  ბალტიის ზღვის საკურორტო ქალაქ ვაისენჰაუზში, ჩრდილოეთ გერმანიაში შეიკრიბნენ, რათა დაიწყონ სამდღიანი მოლაპარაკებები რიგ საკითხებზე, სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს, მათ შორის საკვებთან და ენერგიასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

G7-ის ქვეყნებთან ერთად სამიტზე ასევე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა. მათ შორის ვერ მოხდვდა საქართველო.

შეხვედრებში მონაწილეობას ვირტუალურად მიიღებს ინდონეზიის საგარეო მინისტრიც, რადგან დიდი ოცეულის შემდეგი სამიტი წელს სწორედ ინდონეზიაში იმართება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკმაი მიესალმა კოლეგებს კანადადან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ასევე სტუმრებს მოლდოვადან და უკრაინიდან.

ბაერბოკის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უკვე „გლობალურ კრიზისად“ გადაიქცა და აღნიშნა, რომ „25 მილიონი ტონა მარცვლეული ამჟამად ბლოკირებულია უკრაინის პორტებში, განსაკუთრებით ოდესაში“.

გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი მსოფლიოს გარშემო მილიონობით ადამიანს უზრუნველყოფს საკვებით, მათ შორის აფრიკისა და შუა აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში.

“ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება რუსეთის მიერ განხორციელებული მარცვლეულის ბლოკადის დებლოკირება და როგორ მივაწოდოთ მარცვლეული დანარჩენ მსოფლის“. – განაცხადა ბაერბოკმა.

იტვირთბა....