ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი სააკაშვილზე – ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო

ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო.- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველი არ არსებობს.

„ადამიანს რა დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი, მის ჯანმრთელობას უნდა მიხედო, მით უმეტეს, მისი სიცოცხლე არ უნდა დააყენო საფრთხის ქვეშ. მიხეილ სააკაშვილს ყოველდღე მოუწოდებდნენ, შიმშილობა არ შეეწყვიტა ლეტალური შედეგიც რომ დამდგარიყო. ანუ, სიცოცხლის ფასად შეესრულებინა მისი ე.წ. მისია. მის მიმართ მოწოდებებს ინტენსიური ხასიათი ჰქონდა, საზოგადოებისთვის მისი ავტორებიც ცნობილი იყო. რასაკვირველია, ეს ყველაფერი გარკვეულ პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული. ყველა ამბობს, რომ გაყვანა აუცილებელია, რადგან მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა შერყეულია იმის გამო, რომ თავი არ მიაჩნია დამნაშავედ. ეს არის, რისკენაც მოგვიწოდებენ. არც ერთი ექიმი იმის გარდა, რომ ეს ადამიანი „პოლიტიკური პატიმარია“, განცხადებას არ აკეთებს, ისინი არც ინტერესდებიან, თუ რა სახის მკურნალობას სთავაზობენ და ვერც იმას ახასიათებენ, ამ მკურნალობის ხარისხი საკმარისია თუ არა.

რაც შეეხება თავდებობას, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ – როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ეს იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი სამართლებრივადაც არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს. – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგასხენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს.

იტვირთბა....