ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

არესტოვიჩი აქვეყნებს წერილებს, რომლებშიც მას და მის ოჯახს ემუქრებიან

კაცი ის კი არ არის, ვინც ბრძოლა იცის, არამედ ის, ვინც ზუსტად იცის, ვინ არის მისი მტერი, – მსგავსი აღწერით უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი სოციალურ ქსელში მისთვის და მისი ნათესავებისთვის გაგზავნილ მუქარის წერილებს ავრცელებს.

მისივე თქმით, უცნობია ვინ არიან ხსენებული მუქარის შემცველი წერილების ავტორები.

„თუ აზოვსტალი გახდება „აზოვის“  და სხვა მებრძოლების საფლავი, ამაზე პასუხი თქვენ მოგეთხოვებათ. პასუხს აგებთ თქვენც და ხუილო პუტინიც. დაუსჯელები არ დარჩებით”

“თქვენი ქმარი და ზელენსკი პასუხს აგებთ ყველა იმ ადამიანის სიცოცხლეზე, ვინც „აზოვსტალში“ იმყოფება. თქვენი ქმარი არაკომპეტენტურია და მხოლოდ ინტერვიუების მიცემა იცის. როდესაც ყველაფერი დასრულდება, თქვენ იტირებთ ისევე, როგორც  ახლა ჩვენ ვტირით“, – წერია წერილებში.

ცნობისთვის, მანამდე არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მარიუპოლში ჯარისკაცების გადარჩენა სამხედრო გზით შეუძლებელია და ამისთვის მხოლოდ დიპლომატიური გზები შეიძლება გამოიყენონ.

ამავე თემაზე: კიევი მოსკოვს სთავაზობს, “აზოვსტალის” ქარხანაში მძიმედ დაჭრილები რუს ტყვეებში გაცვალონ

იტვირთბა....