ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კიევი მოსკოვს სთავაზობს, “აზოვსტალის” ქარხანაში მძიმედ დაჭრილები რუს ტყვეებში გაცვალონ

უკრაინული მხარე რუსებს “აზოვსტალის” ქარხანაში მძიმედ დაჭრილი მეომრების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშუკი Telegram-ზე წერს.

“პირველი ნაბიჯის სახით, რუსებს ასეთი გაცვლა შევთავაზეთ – ჩვენ, “აზოვსტალიდან” მძიმედ დაჭრილები გამოგვყავს ჰუმანიტარული კორიდორით და ამასთან, რუსებს ტყვეებს გადავცემთ სამხედრო ტყვეების გაცვლის სტანდარტებთან შესაბამისად. ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მოლაპარაკებები გრძელდება. “აზოვსტალის” მცველებს ტყვედ ჩაბარება არ სურთ. ეს პატივისცემას იმსახურებს”, – წერს ვერეშუკი.

ცნობისთვის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე წერს, რომ მტერი მარიუპოლში მდებარე “ზოვსტალის” ქარხანაზე საავიაციო შეტევებს უწყვეტად აგრძელებს.

 

 

იტვირთბა....