ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა ომის დაწყების შემდეგ 26 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების დღიდან უკრაინელმა სამხედროებმა 26 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 მაისის მდგომარეობით, განადგურებულია რუსეთის 1187 ტანკი, 2856- ჯავშანტექნიკა, 528 – საარტილერიო სისტემა, 185-სარაკეტო სისტემა, 87 – ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 199 – თვითმფრინავი, 160- ვერტმფრენი, 1997 – საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 12- გემი, 390 – ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 41 – სპეციალური აღჭურვილობა.

იტვირთბა....