მთავარი სოციალური ქსელი უკრაინის ომი

ბატიაშვილი: 9 მაისმა დაგვანახა, რომ კრემლში გამეფებულია შიში, პანიკა და უიმედობა

[su_quote]ჩემი აზრით, 9 მაისის აღლუმზე მთავარი ის კი არ იყო, რაც იქ ითქვა ან გვაჩვენეს, არამედ ის, რაც არ თქმულა და რაც არ გვაჩვენეს:
– პუტინმა არაფერი თქვა მობილიზაციაზე. არადა, ომის შეწყვეტას ის არ აპირებს და ცოცხალ ძალაში დანაკლისის შევსება ესაჭიროება. ამიტომ, ღია ან ფარული მობილიზაცია მას მოუწევს, მაგრამ ამის თქმის ეშინია;
– პუტინმა არაფერი თქვა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, რასაც რუსული მხარე ომის მიმდინარეობისას სულ იძახდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა და აშშ-მა პირდაპირ მიანიშნეს, რომ ასეთი მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში პირადად მას მოხვდებოდა ბირთვული ბომბი, რუსები შეშინდნენ და შეეშვნენ მასზე საუბარს;
– არ გვაჩვენეს შეპირებული საჰარეო შოუ. მათ ან აღარ აქვთ ამის საშუალება (პილოტები, ტექნიკური გაუმართაობა და ა.შ.) ან პუტინს ეშინია საჰაერო თავდასხმის (მათ შორის, თავისიანების);
– სამხედრო აღლუმზე არ გვაჩვენეს მთავარი სამხედრო პირი – გენშტაბის უფროსი გერასიმოვი, რომელსაც ან ფიზიკურად არ შეუძლია (მოკლული ან დაჭრილია იზიუმთან) გამოჩენა ან უბრალოდ, სამხედრო წარუმატებლობის გამო პუტინი იმდენადაა მასზე გაბრაზებული, რომ მისი დანახვა არ სურს.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სწორედ 9 მაისს მოეწერა ხელი “ლენდ-ლიზსაც”, რომელიც ფაქტიურად განაჩენის გამოტანაა რუსეთისთვის.
პოლიტიკა და ომი ხომ ჭადრაკს ჰგავს. და ჭადრაკში ხშირად მოწინააღმდეგის მდგომარეობაზე წარმოადგენას გვაძლევს ხოლმე არა ის სვლები, რასაც აკეთებს, არამედ ის, რასაც ამათუიმ მიზეზით ვერ აკეთებს. ასეა ამ შემთხვევაშიც.
9 მაისმა დაგვანახა, რომ კრემლში გამეფებულია შიში, პანიკა და უიმედობა, რაც ჩვენ გვახარებს.
9 მაისის აღლუმმაც გვიჩვენა პირველი ნიშნები იმისა, რომ კრემლშიც ხვდებიან, რომ ამ ომში იმპერია აუცილებლად დამარცხდება და მის გაფორმებას მხოლოდ დრო სჭირდება[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი.

იტვირთბა....