უკრაინაში საარტილერიო დაბომბვისას რადას ყოფილი დეპუტატი, დავით ჟვანია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ზე ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევა 9 მაისს, “ნაცრისფერ ზონაში”, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე სოფელ ნოვიპოკროვკას სიახლოვეს, ოკუპანტების ბლოკპოსტთან მოხდა.