მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში არ გადაუყვანიათ, – აღნიშნულის შესახებ პენიტენციურის პრესსამსახურმა ტელეკომპანია “მთავარს” განუცხადა.
როგორც პენიტენციურის პრესსამსახურში განმარტეს, სასწრაფოსა და საბადრაგოს მანქანებით რუსთავის მე-12 ციხის ტერიტორიიდან, სხვა პატიმრის ჰოსპიტალიზება მოხდა.
“არ არის მართალი. იმ დაწესებულების შესასვლელში არის კიდევ მეორე ციხე და სხვა დაწესებულებიდანაა გაყვანილი სხვა მსჯავრდებული”, – ამბობს პენიტენციურის წარმომადგენელი ნათია გედენიძე “პოს ფაქტუმთან”.
ცნობისთვის, მანამდე ჟურნალისტი და წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერდა, რომ სააკაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.