ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში სინოპტიკოსის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, საქართველოში ჯერ არ გამოიდარებს.

როგორც “მეტრონომს” ნიორაძემ განუცხადა, 11 და 12 მაისს მთელ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.

“შედარებით გამოიდარებს ხვალ და ზეგ, მაგრამ ჯერ ძალიან ვერ დათბება – აქა-იქ შერჩება წვიმები. დღესაც და ამაღამაც ცუდი ამინდია. შემდეგ 11 მაისს ისევ ვფიქრობთ დასავლეთში ყველგან წვიმას. აღმოსავლეთში იქნება დროგამოშვებით 11-შიც, 12-შიც და ჯერ ისეთი კარგი გამოდარება როგორიც უნდა ყველას, ჯერჯერობით არ იქნება”, – აცხადებს ნიორაძე.

იტვირთბა....