ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საუკეთესო პრეზიდენტი ხართ” – რა უპასუხა ზელენსკიმ ბრიტანელი მოსწავლის წერილს

დიდ ბრიტანეთში, დარემის საგრაფოში მდებარე სკოლამ უკრაინელების დასახმარებლად სამოსი, მედიკამენტები, საკვები და პირველადი საჭიროების სხვა ნივთები შეაგროვა. უკრაინისთვის გაგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთს შორის აღმოჩნდა ამავე სკოლის მოსწავლის, 12 წლის ტომას კიმბერლის წერილი, რომელშიც  ის ვოლოდიმერ ზელენსკის საუკეთესო პრეზიდენტად მოიხსენიებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ტომასს მადლობის წერილი მისწერა.

“მადლობა მხარდაჭერის წერილისთვის. კარგად ვარ, მადლობას გიხდი დახმარებისთვის. იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში დავაბრუნებთ მშვიდობას, გვექნება საკვები და ხელახლა ავაშენებთ ქალაქებს. ის, რასაც წერილში ამბობთ და ის, რასაც გაერთიანებული სამეფო აკეთებს ჩვენს დასახმარებლად, მე და ბევრ სხვა ადამიანს ღიმილს გვფენს სახეზე”, – წერს ზელენსკი.

როგორც მოზარდის დედამ მედიას განუცხადა, ტომასი ძალიან გააბედნიერა პასუხის მიღებამ. ქალის თქმით, წერილს ჩარჩოში ჩასვამენ და საპატიო ადგილს მიუჩენენ სახლში.

 

 

იტვირთბა....