ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელი აცხადებს, რომ პუტინმა ანტისემიტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნაფტალი ბენეტის ოფისმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოიხადა სერგეი ლავროვის ანტისემიტური განცხადების გამო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„პრემიერმა მიიღო პრეზიდენტ პუტინის ბოდიში ლავროვის განცხადების გამო და მადლობა გადაუხადა მას პრეზიდენტის დამოკიდებულების გარკვევისთვის ებრაელი ხალხისადმი და ჰოლოკოსტის ხსოვნისადმი“, – ნათქვამია ბენეტის ოფისში ოფიციალურ განცხადებაში.

 

იტვირთბა....