ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ყუფარაშვილი: “აზოვსტალის” მცველებთან კავშირი გაწყვეტილია

აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ყუფარაშვილი აცხადებს, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებულ მებრძოლებთან დაკავშირება დილიდან ვერ ხერხდება.

“გუშინ დაიწყო იერიში ორი მხრიდან. ერთი – აღმოსავლეთიდან, მეორე, ზღვიდან შეეცადნენ დესანტის გადმოსხმას. საზღვაო დესანტი მოიგერიეს, მაგრამ შემდეგ ძლიერი საარტილერიო და საავიაციო დაბომბვები დაიწყო. ფაქტობრივად, სიმაღლე დაიკავეს რუსებმა და გაწყდა კავშირი. კავშირი არ არის ხელმძღვანელობასთან და პირად შემადგენლობასთან. შიგნით ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა დილიდან, გამთენიის შემდეგ. ერთი ის ვიცი, რომ პირადი შემადგენლობა უკვე ძალიან დაუძლურებულია – საჭმელი არ არის და რთულია მა პირობებში წინააღმდეგობის გაწევა. დაჭრილების რაოდენობა სამხედროებში დიდია, 500-სს აღემატება. გუშინ, დაბომბვისას ვიცი, რომ ორი სამოქალაქო პირი გარდაიცვალა”, – ამბობს ყუფარაშვილი TVპირველთან.

ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი დაიწყეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ქარხსნის ტერიტორიაზე რუსები შეიჭრნენ.

 

იტვირთბა....