ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“უკრაინის მთავრობას არავინ ეკითხება, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში” – დავითულიანი

უკრაინის მთავრობას არავინ ეკითხება, ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მეტი რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ.

“მესმის, რომ ომშია ეს ქვეყანა, ემოციების შეკავება უჭირთ და სჭირდებათ ყველა მხრიდან ფრონტის გახსნა, მაგრამ ცოტა რაციონალიზმი უნდა შეინარჩუნონ და არავინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს საქართველოში ხელისუფლებაში ვინ იქნება და არც არასდროს შეეკითხება”, -აცხადებს დავითულიანი.

ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ “ამოუცნობია, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს ჰყავდეს ისეთი ოლიგარქი, როგორიც ივანიშვილია”.

იტვირთბა....