ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

პუტინი მაკრონთან საუბრისას განმარტავს, რა შემთხვევაში შეაჩერებს ომს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება დასავლეთის მხრიდან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისზე მეტი ზეწოლისა და მისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, მაკრონმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ არაერთხელ მოუწოდა და მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის თხოვნით მიმართა.

მაკრონის თქმით, მზად არის დაეხმაროს კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას, რომელიც პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ხელახალ არჩევნებში გასულ თვეში გაიმარჯვა, რამდენჯერმე ესაუბრა პუტინს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

მაკრონმა 3 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა უკრაინის სურსათის ექსპორტზე რუსული ემბარგო მოიხსნას. პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც “ბიბისი” წერს, პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთი ღიაა უკრაინასთან დიალოგისთვის.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

 

იტვირთბა....