ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

კიევის რეგიონში კიდევ 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს – უკრაინული მედია

კიევის რეგიონის იმ სოფლებში, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ იყვნენ კიდევ 20 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისი თქმით, კიევის რეგიონში მთლიანად 1 235 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

“მხოლოდ გუშინ იპოვეს დამატებით 20 გარდაცვლილის ცხედარი. ეს არის ძირითადად ბოროდიანკა, ასევე სოფლები, რომლებიც ახლოსაა, ვიშგოროდთან”, – თქვა მან.

ნებიტოვის ცნობით, ცხედრებს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდება.

“მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა არიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ რუსეთის ფედერაციის არმიის ფართომასშტაბიანი დანაშაულების შესახებ კიევის რეგიონის ტერიტორიაზე”, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....