aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

კიდევ 2 გარდაცვლილი – ე.წ. ღორის გრიპის მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში ბოლო 24 საათში 2 ადამიანი გარდაიცვალა. ერთერთი შემთხვევა გუშინ თბილისში დაფიქსირდა, მეორე კი დღეს – აჭარაში. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 6 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან 5 H1N1-ით, 1 კი – H1N3-ით.

გამყრელიძის თქმით, ვირუსის მატება აღარ შეიმჩნევა, დინამიკა სტაბილურია, რაც სავარაუდოდ, სკოლებში სწავლის შეწყვეტამ და სხვა პრევენციულმა ღონისძიებებმა განაპირობა.

კლინიკებში რამდენიმე პაციენტი გადის მკურნალობას და მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. ვირუსით დაავადებულთა ახალი მონაცემები პარასკევს 29 იანვარს საღამოს გახდება ცნობილი და 1 თებერვალს გამოქვეყნდება.

იტვირთბა....